საუდის არაბეთი ხალხის ნაკადის შესამცირებლად მექასა და მედინაში ორი მთავარი მეჩეთის შიგნით და გარეთ ყოველდღიურ ლოცვებსა და პარასკევის ლოცვებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

მანამდე შეწყდა ლოცვები სხვა მეჩეთებში მასჯიდ ალ-ჰარამისა (აკრძალული მეჩეთი) და მასჯიდ ალ-ნაბავის (წინასწარმეტყველის მეჩეთი) გარდა.

მეჩეთებში ლოცვის შეჩერების გარდა, საუდის არაბეთში შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები, მომლოცველების შეშვება მექაში, დაიკეტა სკოლები და ხალხს სთხოვეს, რომ სამსახურში სიარული შეწყვიტონ.

ამ ეტაპისთვის საუდის არაბეთი კორონავირუსით დაინფიცირების 344-ს შემთხვევას ადასტურებს. გარდაცვალების შემთხვევა ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: