ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი წინააღმდეგ გამოდის, რომ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა აღდგომის დღესასწაულს დაემთხვას, რომელიც 19 აპრილსაა.

"დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეეზღუდოთ წირვა-ლოცვაზე დასწრება. წამოუდგენელია ასეთი განსაცდელის დროს მოსახლეობას აუკრძალო წირვა-ლოცვაზე დასწრება, ტაძრებშუ სიარული და აღდგომის დღესასწაულზე გამოკეტოთ სახლში. რას ეუბნებით ხალხს, რომ ღმერთი არა არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? თუ ეს ხელისუფლების პასუხია წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. არ შეიძლება ამის გაკეთება", — განაცხადა ერქვანიამ.