გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს. BBC-ის ცნობით, მერკელი მანამდე შეხვდა ექიმს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კანცლერის პრესსპიკერის თქმით, კონტაქტის შესახებ მერკელს დღეს, 22 მარტს პრესკონფერენციის შემდეგ აცნობეს. შტეფან სეიბერტის თქმით, უახლოეს დღეებში მას "რეგულარულ ტესტებს" ჩაუტარებენ და მუშაობას სახლიდან გააგრძელებს.

გერმანიის კანცლერმაბრიფინგზე დამატებითი ზომების შესახებ გააცნო მედიას. მთავრობამ ქუჩაში, სახლისა და სამსახურის მიღმა 2 ადამიანზე მეტის ერთად ყოფნა ორი კვირით აკრძალა.