გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ ჰოლივუდის ყოფილ გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ოსკაროსანი ვაინშტაინი 11 მარტს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ და 23-წლიან სასჯელს ნიუ-იორკის შტატში მდებარე ციხეში იხდის.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ვაინშტაინი ამ დროისთვის იზოლირებულია. იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, COVID-19 მის გარდა, კიდევ ერთ პატიმარს დაუდგინდა. უცნობია, როდის დაინფიცირდა ვაინშტაინი, ციხეში გადაყვანამდე თუ მას შემდეგ. როგორც Variety იუწყება, ის პატიმრობის პირველივე დღიდან იზოლაციაშია.

დღეს ოპერის ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა, პლასიდო დომინგომაც განაცხადა, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული. რამდენიმე დღით ადრე მან $500 000 გადარიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ვირუსი შეეხოთ. გასული წლის აგვისტოს დომინგო რვა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდაპირველად ის ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა, თვეების შემდეგ, მან საჯარო ბოდიში მოუხადა იმ ქალებს, რომლებსაც "ტკივილი მიაყენა".

ამავე თემაზე: