რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის შესახებ ყველას სმენია: ის რუსეთის იმპერიის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი ქალი იყო. ამასთანავე, მისი იმპერატორობiს პერიოდში რუსეთში ოქროს ხანა იდგა — იმპერია კიდევ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა.

ხშირად, როცა ამ გამორჩეულ ისტორიულ ფიგურაზე საუბრობენ, ძირითადად მხოლოდ მის გვიან მიღწეულ საერთო პოლიტიკურ წარმატებებს იხსენებენ და ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო მან რუსეთის სამეფო კარის მართვა, რა წინაპირობები ჰქონდა და ა.შ.

Hulu-ს ახალი სერიალი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდება:

ახალ სერიალში ეკატერინე მეორის როლში ელ ფენინგს ვიხილავთ, მის ქმარს, პეტრე მესამეს კი ნიკოლას ჰოლტი განასახიერებს. შოუს სიუჟეტის ძირითადი ხაზი სწორედ ამ ორ გმირს შორის განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს: იდეალისტი და რომანტიკოსი ახალგაზრდა გოგო რუსეთში ჩადის და იმპერატორზე ქორწინდება, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ არსებული სამყარო გაცილებით სასტიკი და საშიშია, ვიდრე მანამდე წარმოედგინა.

სწორედ ამის შემდეგ ელ ფენინგის პერსონაჟი, ეკატერინე მეორე დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ გადარჩეს და ძალაუფლების სადავეები თავად აიღოს ხელში.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლას ჰოლტი მანამდე იორგოს ლანთიმოსის ოსკაროსან ფილმში The Favourite ვიხილეთ, რომელიც მსგავსი პერიოდის, ოღონდ ინგლისის სამეფო კარის და მისი მმართველი ქალის შესახებ მოგვითხროს.

ახალი სერიალის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი ტონი მაკნამარაა, რომელიც ასევე The Favourite-ის სცენარისტი იყო. შესაბამისად, მალე კიდევ ერთი საოცრად სანახაობრივი ისტორიული მინისერიალის ხილვა შეგვეძლება, რომლის პრემიერაც 15 მაისსაა დაგეგმილი.