რა შეზღუდვებია ქვეყანაში კორონავირუსის და საგანგებო მდგომარეობის გამო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც საგანგებო მდგომარების გამო ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს.
შეზღუდვები ეხება მგზავრობას, განათლებას, სხვადასხვა ღონისძიებას, გართობას, ეკონომიკური საქმიაობას, სურსათის გადამუშავებას, კერძო საკუთრებას, საცალო და საბითუმო ვაჭრობას, საჯარო სერვისებს.
მგზავრობის შეზღუდვა
- ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერულ ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით;
- ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს;
- ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით;
- თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა M2 კატეგორიის ტრანსპორტით, ანუ სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტების ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.
საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვები
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია;
- ზოგად საგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი;
- 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე ყოფნა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი;
- აიკრძალა ყველა სახის ტრეინინგი, კონფერენცია და სემინარი. ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა.
კულტურული და სპორტული ღონისძიებების აკრძალვა
- აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა;
- აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნები და ვარჯიშები. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა;
- შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა.
- აზარტული თამაშების და ღამის კლუბების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
შეკრებები, მანიფესტაციები, თავშეყრა
- აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა - "საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს, როგორც გარეთ, ასევე, შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს"'
- აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიება;
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა
- რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის და ე.წ. დრაივის მომსახურებით;
- სურსათის მწარმოებელი გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულები არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს, დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები, პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი. პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით გამშრალების შემდეგ კი ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით. უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის, ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, ასევე, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით გამოიყენონ ყველა საშუალება;
- სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით. სურსათი მოათავსონ ერთჯერად ჭურჭელში. ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
- სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი.
საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები
- ვალდებულნი არიან პერსონალი აღჭურვონ პირბადით, ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშუალებებით;
- ხშირად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები;
- გააკონტროლონ მომხმარებლის მიერ სოციალური დისტანციის დაცვა, რაც გულისხმობს ორ მეტრს.
კერძო საკუთრება
- ეკონომიკის სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ფრენები;
- უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში და დანიშნულების ადგილებში;
- გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით.
საჯარო სერვისები
- ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები;
- ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;
- ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები;
- დგინდება ნოტარიუსების საქმიანობის განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო.
გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა გამონაკლისებზეც როგორც თავშეყრის, ასევე, საქმიანობის შეზღუდვის კუთხით. თავშეყრის მხრივ, გამონაკლისებს შორის არის ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები, თუმცა არ არის ეკლესიაში ხალხმრავალი შეკრებები. ეს გამონაკლისებია:
- ათზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;
- ათზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში;
- თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას;
- საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდების და აგრო ქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას. ასევე, ელექტრო კომუნიკაციის, ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას. ასევე, სამედიცინო დანიშნულები საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას;
- საქონლისა და პროდუქტის, საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე;
- შეზღუდვები არ ეხება პრესის ჯიხურებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ უფრო გამკაცრებულია ზომები მარნეულსა და ბოლნისში, სადაც კარანტინია გამოცხადებული.
საქართველოში კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 9 უკვე განკურნებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.
23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები