შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების გამო, ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს. უწყების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, ზუგდიდში კი 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მათივე თქმით, საჯარიმო ოქმი ახალი ლიდერების ინიციატივის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პეშოუს ჩაბარდა.

დღეს, 26 მარტს ზუგდიდში სააკაშვილის ინციიატივით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა, რასაც ხალმხრავლობა მოყვა და კრიტიკა გამოიწვია.

On.ge-ს ნაციონალურ მოძრაობაში განუცხადეს, რომ ზუგდიდში ხალხის შეკრება, პარტიის დაორგანიზებული არ იყო და ის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროგრამაა. სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ორგანიზატორები ამდენ ხალხს არ ელოდნენ და პატრულმა სიტუაცია ვერ გააკონტროლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: