როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს COVID-19-ის დაძლევაში
კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს და 700 მლნ–მდე ევროს დახმარებას გადაამისამართებს. საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. იგი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობასა და ტრენინგებზე წვდომას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, ბიზნესის აღდგენის ხელშეწყობას. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა.
სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით: "ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად. დღევანდელი დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და ექვსი ქვეყნის ეკონომიკების საყრდენის, მცირე და საშუალო საწარმოების, უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე."
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა: "ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას. დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება. დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონალურ საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები; ევროკავშირი საქართველოს ექსპერტული ცოდნითაც დაეხმარება. ასევე მივმართავთ თანხებს იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაუცველ ჯგუფებს კრიზისის დასაძლევად დამატებითი გზების მონახვაში დაეხმარონ. მომდევნო თვეებში ევროკავშირი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს კრიზისის შემდეგ მათი კომპანიების სტიმულირებისა და აღდგენის მიზნით გრანტებზე და კრედიტებზე ლარში წვდომა გაუმარტივოს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვგეგმავთ 20 მილიონი ევროს მოცულობის დამატებითი ადგილობრივი მიზნობრივი საგრანტო პროგრამის დაწყებას. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ ზომების საშუალებით ხელშესახებ წვლილს შევიტანთ იმ მიმდინარე თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ეწევა."
დახმარების პაკეტი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხმარება: ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გამოუყოფს 30 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, ნიღბები, დამცავი სათვლეები, ხალათები და დამცავი ეკიპირება. უახლოეს კვირებში ჯანმო-ს მიერ ჩატარებული ქვეყნების საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება ქვეყნების მიხედვით თანხების ზუსტი განაწილების თაობაზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება დახმარება სამედიცინო და ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად.
ჩვენ ასევე მცირე ზომის დახმარებასაც გავცემთ. ევროკავშირისა და გერმანიისგან მიერ აღჭურვილობის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ უკვე შეძლო 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოება.
სამოქალაქო პარტნიორებთან ერთად დახმარება კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს: ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების სახით 11.3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ეს თანხები გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე გამოიყენება რეგიონული ”სწრაფი რეაგირების მექანიზმის” მეშვეობით, მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლებისთვის.
ზაფხულისთვის, ევროკომისია დაიწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და განსაკუთრებით, მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებისთვის ქვეგრანტების გაცემის საშუალებით.
გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკვე შეუძლიათ განაცხადების შემოტანა ევროკავშირის 4 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამიდან გრანტების მისაღებად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, სოციალური სერვისები და ადამიანის უფლებები.
დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური დარტყმის შერბილებას
საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საშუალებით: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს ევროპის კოორდინირებული რეაგირება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის:
- მინიმუმ 70 მილიონი ევრო გრანტების სახით, რომ ქართულ ბიზნესს და თვითდასაქმებულებს გაუადვილდეს ადგილობრივი ვალუტის საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე წვდომა, კრიზისის შემდეგ თავიანთი ბიზნესის სტიმულირებისა და აღდგენის ხელშესაწყობად. თანხების მოწოდება მოხდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობით, და ეს ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის განმავლობაში;
- 20 მილიონამდე ევროს მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ბიზნესის, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად, იმისთვის, რომ მათ შეიძინონ უნარები და განავითარონ ბიზნესები ან კრიზისიდან გამოვიდნენ. პროგრამა 2020 წელს დაიწყება.
- მიკრო დონეზე, ევროკავშირის პროექტები ამჟამად იურიდიულ კონსულტაციას აწარმოებენ მცირე ბიზნესებისთვის, რომელიც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- გარდა ამისა, ევროკავშირმა მიმდინარე პროცესში ჩართო მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD), რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბრუნი კაპიტალი, სავაჭრო დაფინანსება, ან მორატორიუმი სესხის დაფარვასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით.
ევროკავშირი საქართველოს ასევე უწევს მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც თანხები ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული ქმედებები განხორციელდება.
ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად.
- COVID-19 მითების და დეზინფორმაციის კიდევ ერთი ტალღა აგორდა. გაიგეთ მეტი კოროვირუსის შესახებ დეზინფორმაციის ანგარიშიდან.
- ევროკომისიის მიერ COVID-19 –ის გავრცელებაზე კოორდინირებული საერთო ევროპული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ აქ.
- სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები