საბერძნეთში, ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ 3 ბერს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ისინი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბერების ასაკი 40-დან 55-წლამდეა. სასულიერო პირები ბრიტანეთში იმ ბერთან ერთან იმყოფებოდნენ, რომელსაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.

გამოცემა წერს, რომ უკან დაბრუნების შემდეგ სასულიერო პირები იზოლაციაში იმყოფებოდნენ და კონტაქტი არავისთან არ ჰქონიათ.

19 მარტს კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ათონის მთა ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: