მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯონ ჰოპკინსის სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 60 960-ია, გამოჯანმრთელებულია 235 775 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ხუთშაბათს მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსის 1 141 190 დადასტურებული შემთხვევაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: