კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჯონსონს ეს რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა.

"ეს არის პრევენციული ნაბიჯი", — განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და აგრძელებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: