დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის შესასვლელში მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.

როგორც ჩიქოვანმა განმარტა, ვანში გამშვები პუნქტების მოწყობა კორონავირუსით ინფიცირების კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. მისი თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა და გარკვეული კონტაქტები დადგენილია.

"ამ ეტაპისათვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნას იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეების თერმოსკირინინგი მოხდება და ანალოგიურად იქნება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე", — განაცხადა ჩიქოვანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტირებული. აქედან გარდაცლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 48, კარანტინის რეჟიმში 4 682 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: