დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა და მისი გაყიდვა დაიწყება. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.

"დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. ეს ქსელები იქნება PSP, ჯიპისი, ავერსი, ფარმადეპო, ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი. შაბათ დღეს უკვე ყველგან იქნება ამ ქსელებში ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა", — თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პირბადეების წარმოება სახელმწიფოს ლარზე მეტი უჯდება და მისი გაყიდვის ფასს სახელმწიფოს დაარეგულირებს. მინისტრის თქმით, მომავალში პირბადის შეძენაზე ლიმიტი შესაძლოა მოიხსნას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულია 208 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 3, ხოლო გამოჯანმრთელებულია 48. კარანტინის რეჟიმში 4 682 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: