ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 003 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის სპიკერის თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსის 1 997 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ქვეყანაში 64 586 დადასტურებული შემთხვევაა. ირანს 29 812 გამოჯანმრთელებული ადამიანი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ირანში კვლავ იზრდება, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შენელდა. კვირას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 4,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ოთხშაბათს კი 3,2%-იანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: