ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება
9 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 579 690;
- გარდაცვლილი — 94 567;
- გამოჯანმრთელებული — 346 780.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 218;
- გამოჯანმრთელებული — 51;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4 829;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 410.
დღის ფაქტი
შეზღუდვები COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებამდე სრულად არ უნდა მოიხსნას — კვლევა
ჩინეთში ყოველდღიური ცხოვრების აგრესიულმა კონტროლმა, COVID-19-ის ინფექციების პირველი ტალღა დაასრულა. თუმცა, დაავადების ხელახალი გავრცელება ძალიან რეალური შესაძლებლობაა.
ახალი კორონავირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ქვეყნებს რომლებსაც ცხოვრების ჩვეული რეჟიმისთვის დაბრუნება სურთ, როგორც ჩანს მოცდა და გარკვეული პრევენციული ზომების მოქმედებაში დატოვება მოუწევთ.
დღის ფოტო
ინდონეზიაში პოლიციელი "კორონავირუსის" ჩაფხუტს ატარებს.
რა ხდება მსოფლიოში
- Google თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენებას უკრძალავს
- აშშ-ში ბარის მეპატრონემ კედლებიდან დოლარები ჩამოხსნა და თანამშრომლებს დაურიგა
- მსოფლიოში ვებ-კამერების დეფიციტია — მათი ფასი რამდენჯერმე გაიზარდა
- ახალ ზელანდიაში კარანტინის პერიოდში სექსსათამაშოების გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა
- ფრონტის ხაზის გმირები — TIME-ის ახალი ნომერი ექიმებს ეძღვნება
- იტალიაში კორონავირუსით მინიმუმ 100 ექიმი გარდაიცვალა
- მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 330 ათასს გადააჭარბა
- ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა
- რუსეთი: კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 10 ათასს გადასცდა
- საფრანგეთში კორონავირუსით 12 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
- მოსკოვის მერმა სასაფლაოებზე მისვლა შეზღუდა
- ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 აპრილამდე დაიხურა
- ამერიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა და პალატაში გადავიდა
დაუნინგ სტრიტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას გააგრძელებს.
რა ხდება საქართველოში
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. პარლამენტის მიმდინარე სამუშაოების გამო 9 აპრილის მემორიალი შემოღობილია, რის გამო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვავილები მწვანე ღობესთან მიიტანა.
პრემიერისგან განსხვავებით მემორიალთან არ მისულა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. როგორც ის განმარტავს, მემორიალთან არ მივიდა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ შეძლებდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გმირები არ გვახსოვს.
ოცნების საპარლამენტო ლიდერებმა მწვანე ღობის ნაცვლად, ყვავილები 9 აპრილის ბაღში მიიტანეს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში
- ჩვენთან შემოწმდა პირბადეები და მივეცით რეკომენდაცია — გამყრელიძე ქართულ პირბადეებზე
- საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა
- რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც ექიმს კარანტინის დროს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- მედპერსონალი, სასულიერო პირები — ვის და რომელი ტესტით შემოწმებას ითვალისწინებს ახალი ალგორითმი
- ყველაფერი უკავშირდება ეპიდემიოლოგების მიერ რისკების შეფასებას — გახარია ტესტირების ალგორითმში სასულიერო პირების შეყვანაზე
- ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია — გახარია პანდემიის პიკზე
- გახარიას თქმით, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს
- ხალხმრავალი შეკრებების მიუხედავად, გომელაური ამტკიცებს, რომ ეკლესია კანონს კარგად იცავს
- საელჩოსთან თანამშრომლობით აშშ-დან 79 მოსწავლეს ჩამოვიყვანთ — გიორგი გახარია
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 115 პირი დააჯარიმეს — შსს
დღის მთავარი ჰედლაინი
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCov-ის ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა
დღეს ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გადარიცხვა.
მისმა თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაუთმეს დრო იმას, რომ აეხსნათ რამდენად ქველმოქმედია მათი პარტიის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ივანიშვილს "უნიკალური დაზღვევა" უწოდა. იგივე გაიმეორა შემდგომში ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც.
- StopCov-ის ფონდი რომ შეიქმნა, დარწმუნებული ვიყავი, ივანიშვილი დიდ დონაციას გააკეთებდა — თალაკვაძე
- ივანიშვილი ფიქრობს, რომ მისი მთავარი კონტრიბუცია სახელმწიფო სისტემების გამართული მუშაობაა — მდინარაძე
- ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც კი არ სჭირდება ფაქტს, ფაქტია თავად კომენტარი — კობახიძე ივანიშვილის გადარიცხვაზე
- ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ცხოვრების ჩვეული სტილია — მდინარაძე StopCov ფონდში 100 მლნ-ს გადარიცხვაზე
- როგორც ყოველთვის სჩვევია... უხმაუროდ — ოცნების დეპუტატი StopCov-ში ივანიშვილის გადარიცხვაზე
დღის ფრაზა
"თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა" — ნიკა მელია ქართული პირბადეების ხარისხზე
"წარმოუდგენელია, არ დავიჯერე ამდენად უხარისხო პირბადეა. ჩვენივე ფულით სუბსიდირებული პირბადე, რომელიც ლარი და ორმოცდაათი თეთრი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლა ორმოცდაათ თეთრად რომ ყიდიან. აი, თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო. სამ ადამიანთან გადავამოწმე სანამ ამას ვიტყოდი და არ მჯეროდა, თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა", — განაცხადა მელიამ TV პირველის ეთერში.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
პანდემიის გამო ქიმიოთერაპიაზე მარტო წასული ცოლი ქმარმა ეზოდან ბანერით გაამხნევა
"დავპირდი, რომ ყოველს წამს მის გვერდით ვიქნებოდი", — ტეხასელი ალბერტ კონერისთვის COVID-19-ით ნაკარნახევ წესებს ხელი არ შეუშლია, გვერდში დასდგომოდა ცოლს, კელის, რომელიც ამ ისედაც მძიმე დღეებში კიბოს ებრძვის.
დღის რჩევა
რა ვუთხრათ მას, ვისაც სახლში დარჩენა ჯერ კიდევ არ უნდა
იმდენად, რამდენადაც კორონავირუსმა ასე თუ ისე მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი, მისი გავრცელების შესანელებლად სულ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა ხდება საჭირო. ადამიანების ერთი ნაწილი სახლს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო ტოვებს, თუმცა მოქალაქეების მეორე ჯგუფი ქუჩაში ისე დასეირნობს, თითქოს გარეთ ჯერ კიდევ 2019 წელი ყოფილიყოს.
მაგრამ როგორ დავარწმუნოთ ამაში ახალგაზრდები, რომლებიც გართობას ჯერ კიდევ აგრძელებენ ან 60 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც კვლავ არ იცავენ ფიზიკური დისტანცირების წესებს? ამ კითხვებზე პასუხებს პანდემიის ფსიქოლოგიისა და საჯარო ჯანდაცვის ექსპერტები სცემენ.
დეტალურად რჩევებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
- ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები