დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების პირბადეები დღეს ყველაზე ლამაზი აქსესუარია და ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"გემოვნებაზე არ დაობენ, მე რომ მკითხოთ ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც მთავარია იკერება საქართველოში, 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ, ვინც დღეს ამ პირბადეების კერვაში არიან ჩართულები. ჩვენთვის ეს პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", — თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს და საზოგადოებასაც კარგად ესმის, რომ პირბადე დღეს, პირველ რიგში დაცვის საშუალებაა, რომელიც ეპიდემიისგან გვიცავს და აუცილებელია ვატაროთ. მისი თქმით, 400 000 პირბადე, რომელიც სახელმწიფომ პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელში შეიტანა საკმაოდ სწრაფად იყიდება.

თურანავას თქმით, ქართული წარმოების პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ თითოეული მასალის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება, დოლბანდი კი NCDC-სთან ერთად შეირჩა სხვადასხვა გამოცდილების გაზიარებით. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბაზარზე არსებულ ანალოგებთან შედარებით ეს პირბადეები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 54.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: