დიდი ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფოდან გაწერისას ექთნებმა ტაშით გააცილეს.

ალბერტ ჩამბერსი, რომელიც ივლისში 100 წლის გახდება, საავადმყოფოში სამი კვირის წინ მაჯის დაზიანების შემდეგ მოხვდა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში კი მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის საპატიო გაცილების ვიდეო დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"დიდი მადლობა, ვაფასებ, რაც ჩემთვის გააკეთეთ. უკეთესი წარმოუდგენელია", — ამბობს ჩემბერსი.

ალბერტ ჩემბერსის შვილიშვილი, 49 წლის სტივენ გაიტერი CNN-თან ყვება, რომ მათ სჯეროდათ ბაბუის სიმტკიცის, რომელიც მან ომში გამოიმუშავა.

ომის დროს ჩემბერსი ჩრდილოეთ აფრიკაში ბომბის აფეთქების შემდეგ დაიჭრა და ის მოწინააღმდეგე მხარემ დააკავა. იქიდან ის გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც Stalag XI-B ბანაკში სამი წელი ტყვეობაში იყო.