ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ საქართველოში წარმოებული პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ეზუგბაიას თქმით, ქართული პირბადე საშიში არ არის და ამის მოხმარება შესაძლებელია.

"ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვპასუხობ არავის. უბრალოდ, ვლაპარაკობ და მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან და ასევე, COVID 19-ისგან", — განაცხადა ეზუგბაიამ.

ამიტომ მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. პირბადეების ხარისხი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.