იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიას იტალიაში სულ 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამდროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 143 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი.