კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ — 60.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროავირუსის 242 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდა ამისა, დამაებით სამი პირი უცხოეთში დაინფიცირებული მოქალაქეა, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ დაბრუნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში — 370.

10 აპრილს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ლენტეხთან ამოქმედდება იგივე შეზღუდვები, რაც დაწესებულია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში — აკრძალულია ლენტეხში შესვლა და გამოსვლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: