პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 80 წლის ქალი 18-დღიანი მკურნალობის შედეგად კორონავირუსისგან განიკურნა. მან თქვა, რომ პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად მიიღეს უარყოფითი პასუხი კოვიდ ინფექციაზე. პაციენტი დღეს გადავა თერაპირლ განყოფილებაში და ალბათ, ორშაბათს, 13 აპრილს გაეწერება კლინიკიდან:

"80 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო, ჰქონდა ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იგი უკვე მოიხსნა აპარატიდან".

ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 24 კვირის ორსულ ქალსაც უკვე ორჯერადად უარყოფითი პასუხი აქვს კორონავირუსზე.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 252-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე 12 აპრილს განახლდა. ინფიცირებულთა შორის, გამოჯანმრთელებულია 63 ადამიანი და გარდაცვლილია 3 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: