დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ექიმი ლევან ხარაშვილის თქმით, აღდგომის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს", — წერს ხარაშვილი.

კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად შეზღუდვებისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებას მრევლის თანდასწრებით ატარებს. გარდა ამისა, 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სააღდგომო ღვთისმსახურებას 19 აპრილს კომენდანტის საათის დროს ჩაატარებს. თუმცა როგორ შეიკრიბება მრევლი ეკლესიაში საპატრიარქოს ჯერ არ განუმარტავს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: