ქართულმა ეკლესიამ კორონავირუსის გამოცდას ვერ გაუძლო — რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსის გამოცდას ვერ გაუძლო. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება და ჰუმანური ეკლესია ადამიანებს უნდა იცავდნენ.
როგორც გოცირიძე ამბობს, კომენდანტის საათი სპეციალურად "ურჩი მრევლისთვის" დააწესეს, თუმცა ამან ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.
"ჩვენი მინისტრები ფარისევლები არიან და ჯვრებს საჯაროდ კოცნიან. მრევლში უამრავი სხვადასხვა ადამიანია, არიან ფანატიკოსებიც. ეს არის მათი პოზა, ეს არის მათი აღქმა და ამათ ვერ გაამტყუნებ, ყველაზე სანუკვარი რაც გააჩნიათ, მათ სწირავენ. ამ შემთხვევაში ეკლესია უნდა იყოს ჰუმანური და კეთილგონიერი, სახელმწიფო კი კონსტიტუციის და მისივე გამოცემული კანონების დამცველი", — განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძე, ასევე, ხაზს უსვამს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც "ჯანსაღი" პოზიციით გამოირჩევიან და ამბობს, რომ მათი ნაბიჯები "დღევანდელი საპატრიარქოს პირობებში" დასაფასებელია.
"სასიამოვნოა, რომ ეკლესიაში გაჩნდა ახალგაზრდა გონიერი თაობა, რომლებიც გამოირჩევიან ჯანსაღი პოზიციით. მათი ნაბიჯი არც თუ ურისკოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რაც არის ეკლესიებში და ეს ადამიანები იმსახურებენ გამორჩევას და პატივისცემას. კორონავირუსი ბევრ რამეს სხვანაირად გადააფასებს და მათ შორის ეკლესიის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს", — განაცხადა გოცირიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურებები გრძელდება და მრევლი სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.
12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებშ სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცლილია 3 ადამიანი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები