უკრაინაში ბზობის დღესასწაულზე მრევლის შეკრების 3 შემთხვევა დარღვევად ცნეს და სასულიერო პირები დააჯარიმეს, 12 საქმის შესწავლას კი პოლიცია აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ტვიტერის ანგარიშზე ავრცელებს.

ის წერს, რომ უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობის უპატივცემულობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა შეზღუდვაა დაწესებული. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესია ღვთიმსახურებას მრევლის გარეშე უნდა ატარებდეს.