დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის აზრით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საჭირო იქნება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია", — აღნიშნავს კობახიძე.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას მივუახლოვდებით.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. თუმცა ქართული ოცნების სხვა დეპუტატების აცხადებენ, რომ შეიძლება მისი ვადა გადაიწიოს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: