ამ უჩვეულო ფორმით საბა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ორიგინალური განცხადება დღეს, 14 აპრილს თბილისის ცენტრში გამოჩნდა.

ელექტრონული წიგნების პლატფორმა საბა 6 000-ზე მეტ წიგნზე წვდომას უფასოდ გვთავაზობს და ამგვარად სახლში დარჩენის დამატებით სტიმულს უქმნის მოსახლეობას. აპლიკაციაში წარმოდგენილია როგორც ელექტრონული, ისე ხმოვანი წიგნები.

ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია ყველასთვის SABA reader მობაილ აპლიკაციის გამოყენებით: როგორც ანდროიდებისთვის, ისე IOS სისტემისთვის.

ფოტო: საბა

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში.