პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკი გადალახა და მან იწინასწარმეტყველა, რომ ამ თვეში ზოგიერთი შტატი უკვე გაიხსნება.

"გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა უკან დავიბრუნოთ", — განაცხადა ტრამპმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

ამ ეტაპისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 640 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალების — 30 ათასზე მეტი.

"მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევების პიკი გადავლახეთ. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, გარდაცვლილთა გლობალურ რაოდენობაში, რატომ მოდის აშშ-ზე ყველაზე დიდი წილი, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები სიკვდილიანობის აღრიცხვისას იტყუებიან.

"ვინმეს ამ ქვეყნების სჯერა?" — განაცხადა მან და ჩინეთზე გაამახვილა ყურადღება.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ამოწმებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ ვირუსი არა ბაზრობაზე, არამედ უხანის ლაბორატორიაში გაჩნდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: