საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დათა ივანიშვილის, ყველასთვის ცნობილი დათა პაპას ოჯახის წევრები დაკავეს. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრი პაპა ყვება, რომ მისი შვილიშვილი 15 აპრილს საღამოს დააკავეს, რძალი კი მეორე დღეს რუსმა სამხედროებმა სახლიდან წაიყვანეს.

"პატარა გოგოა, ტირილ-ტირილით წაიყვანეს. ექვსნი მაინც იქნებოდნენ, რუსები, სახლში შემოვიდნენ და აქედან გაიყვანეს", — ამბობს ის.

დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს, დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს.

დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვა სცადა.

წაიკითეთ სტატია და ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან საოკუპაციო რეჟიმის ყველაზე დაუმორჩილებელ "პატიმარზე".