კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს საჩუქრად COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR System Machine (მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx) აპარატი საჩუქრად გადაეცა.

"საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისთვის", — განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.

საავადმყოფოს აპარატი ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით გადასცეს.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული აპარატი ქართველ მედიკოსებს PCR ტესტების სწრაფად და სტანდარტის შესაბამისად ჩატარების რესურსს მნიშვნელოვანდ გაუზრდის", — აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.