ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარლამენტში დღეს გეგმის გარდა ყველაფერი განიხილეს და მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "კულტიც განადიდეს".

"აქ ყველაფერზე იყო საუბარი, სადღეგრძელოები, საკუთარი თავის ქებაც, ივანიშვილის პიროვნების კულტის განდიდება ასლან აბაშიძეზე მეტად, ქალბატონმა კილაძემ გამოიჩინა თავი ისევ", — აღნიშნა ბოკერიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფო კილაძემ ეპიდემიის დროს ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე გამოჩენაზე თქვა, რომ ეს "ძალიან კარგი ნაბიჯი იყო", ოპოზიციამ კი ლანძღვისთვის გამოიყენა. ამის შესახებ დეპუტატმა 22 აპრილის პლენარულ სესიაზე, ტრიბუნიდან ისაუბრა:

"ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ გუშინ, რითაც ბევრი ადამიანი გახალისდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, ეს თქვენ რა თქმა უნდა, გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელისთვის".

პანდემიის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.

ამავე თემაზე: