ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ოპონენტების მხრიდან ივანიშვილის TikTok ვიდეოს კრიტიკა "უკადრებლის კადრებაა". როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, აგრესიული ოპონენტების მხრიდან "სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა" მოჰყვა.

პარტიის განმარტებით, ოპონენტებმა ძირითადი ხაზი იმაზე ააწყვეს, რომ რადგან ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა.

"ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პანდემიის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.

ამავე თემაზე: