უკრაინა საგანგებო მდგომარეობის ვადას 11 მაისამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მაისის დასაწყისში მოსალოდნელი პიკის გამო მიიღო.

უკრაინის მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შეცვლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ხალხმა მთავრობის სამოქმედო გეგმის შესახებ უნდა იცოდეს და უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გაიხსნება.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 6 592 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 174 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 424.