ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა საზოგადოებას შეახსენა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაბრეიესუსი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს.

"ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება", — განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.