პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი მოძმე ერია და მათთან სტრატეგიულ პარტნიორობას გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

"თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისივე, როგორც ჩემთვის მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციის სახით გამოყვანა", — აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მას, ასევე, აღნიშნა რომ უკრაინიდან ელჩი არ გამოუწვევიათ, მაგრამ თუ სააკაშვილს დანიშნავენ, ელჩს კონსულტაციებისთვის გაიწვევენ.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე განიხილებოდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, თანამდებობა მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტიის ხალხის მსახურის ფრაქციის დეპუტატებს შეხვდა და საკუთარი გეგმა გააცნო. მისივე თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

"პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დამავალა. უკრაინას გაცილებით დიდი დახმარება სჭირდება, ვიდრე იღებს", — აღნიშნა სააკაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნას გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წევრებიც. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია. როგორც პრემიერმა თქვა, თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ელჩს კონსუ