დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 ახალი შემთხვევა ფართო მასშტაბით აგრესიული კვლევის შედეგია. ამ თემაზე ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მომავალ დღეებში აგრესიული კვლევის გარეშე ასეთი მაჩვენებლები აღარ იქნება.

"გუშინ ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები. პლიუს, ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა ერთდროულად იყო ჩატარებული. მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობაა წინა დღეებთან შედარებით, და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჯამური კვლევის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება, უკვე კვლევები, ალბათ, და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმის ინფორმაციით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში 4 ახალი პაციენტი შევიდა, მათგან 3 ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის წყარო კვლევა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალ პაციენტებს შორის 2 მოზარდია, რომელთა მდგომარეობაც მძიმე არაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 456 ადამიანი, მათგან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 555.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: