ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორს, მარინა ეზუგბაიას დღეს გაკეთებული განცხადების სურდა ეთქვა, რომ საქართველო პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

"დიდი ალბათობით, მან იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას და თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება მაგალითად გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის ვარაუდით, თვის ბოლომდე გაგრძელდება მატება და იქნება პიკი, შემდეგ გრაფიკზე იქნება "პლატო" და ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ამის შემდეგ შემცირდება.

მარინა ეზუგბაიამ დღეს, 25 აპრილს, თქვა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია. ეზუგბაიას განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შემდგომ დღეებში კვლევები, ალბათ, აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ რაც მეტი ადამიანი გაიტესტება ქვეყანაში მით უკეთესი იქნება და ქვეყანას დაავადების დაძლევაში დაეხმარება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 456 ადამიანი, მათ შორის 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 206 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 571.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: