მსოფლიოში კოორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ვირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსით 200 698 ადამიანი გარდაიცვალა, 810 327 კი გამოჯანმრთელდა. ჯამში ინფიცირებულია 2 865 938 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: