თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მიზეზად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკს ასახელებს.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები და მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

დღეს, 26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ინფიცირების სხვა შემთხვევებიც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 488 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: