სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ბაღის დამცველი აქტივისტები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი. აქტივისტები სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევისკენ მიუთითებენ და წერენ რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდათ წარდგენილი, რომელიც მშენებლობის დაუშვებლობას ამტკიცებდა.

"ანას ბაღის დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის. ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში. ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად".

ამ საქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს განცხადებას On.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.