ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და სიკვდილიანობისთან ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას "მესია ჰქვია", თუმცა სასწაულების მოხდენა არ შეუძლია.

როგორც ცნობილია, ბრაზილიაში მიმდინარე კვირაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით სთხოვეს პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება.

"და რა? რა გავაკეთო? მეც ვგლოვობ. რა გინდათ რომ ვქნა? მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ", — განუცხადა ჟურნალისტებს ბოლსონარუმ.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 79 685 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცლილია 5 513 და გამოჯანმრთელებულია 34 132 ადამიანი.