ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის გიგანტი კომპანია შემოვიდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმა საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ დღეებში ზუსტად გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური, პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა ენერგეტიკაში, ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია", — თქვა ნათია თურანავამ.

პრეზენტაციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი იქნება კრიზისული პერიოდის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი მსხვილი საერთაშორისო ბიზნესი დაინტერესდეს ქვეყნის რესურსებით.