ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ პანდემიის პროცესი "უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა". ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას მინისტრმა ახსნა, რომ მთავრობამ 9 ძირითად პროდუქტზე ფასები დააზღვია და სრულად ვერ განეიტრალდება:

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მტავარი პროდუქტების ფასები დაგვეზღვია, 9 ძირითადი სასაქონლო საკვები პროდუქტი. სრულად ვერ გავანეიტრალებთ ან ნეგატიურ ტრენდს., რომელიც ამ მოკლე ვადაში მოხდება. [...] გლობალურ გამოწვევას არ შეეძლო ისე ჩაევლო, რომ არ დატყობოდა ჩვენს ბაზარსა და სამომხმარებლო ფასებს. ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსის პრობლემები, რაც ასევე, გამოწვეულია გლობალური კრიზისით.

პირველი რაც მოხდა, შემცირდა სავალუტო შემოდინებები. ტურიზმი და ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიები შენელდა, შეჩერდა სავალუტო შემოდინებები. მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც საზღვარგარეთ არიან. ესაა გლობალური შოკი, შოკი ჩვენი ბაზრისთის. ფასების რყებაც ამითაა განპირობებული. როდესაც გადავლახავთ კრიზისს, დასტაბილურდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც საუბრობდა, რომ 2021 წელს გვაქვს წინაპირობა, რომ ინფლაცია პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს".

მარტში მთავრობამ დაპირება გასცა, რომ ბიზნესთან შეთანხმება შედგა და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში 9 პროდუქტზე ფასი არ შეიცვლება.