ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ოპოზიციის მიერ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა.

მისი თქმით, ეს არა მარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, არამედ: დროულად მიღებული ზომები, საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული დროული დახმარება და დროულად შეთავაზებული მექანიზმებია.

"ეს არის, მათ შორის, ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც ხედავს ამას", — განაცხადა თურნავამ.