რუსეთის კორონავირუსზე რეაგირების შტაბის თანახმად, პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსის 7 933 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, ეს რუსეთისთვის ერთ დღეში მონაცემების ყველაზე დიდი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

რუსეთის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი 114 431 შემთხვევა დადასტურდა, მათგან დაღუპულია 1 169. მათი თქმით, ეს ციფრები არ ასახავს აქტიურ შემთხვევებს, არამედ ზოგადად პანდემიის გავრცელებიდან ინფიცირებულთა რაოდენობას. ცენტრი აღნიშნავს, რომ მათგან 13 220 გამოჯანმრთელებულია.

გუშინ, 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიშუსტინმა დროებით შემცვლელად თავისი მოადგილე ანდრეი ბელოუსოვი წარადგინა, თუმცა პუტინს განუცხადა, რომ იზოლაციიდან მუშაობას გააგრძელებს და აქტიურ კომუნიკაციაზე იქნება.

პუტინმა აღნიშნა, რომ "ასეთი რამ, შეიძლება, ნებისმიერს დაემართოს" და იმედი გამოთქვა, რომ ინფიცირებული პრემიერი აქტიურად იქნება ჩართული კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავებაში.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: