ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო 2 მაისს გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა გაუქმდა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.

"ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ გვირილობა", — განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.