საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილი მე-7 ადამიანია. ინფორმაცია უკე აისახა StopCov.ge-ზე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე ადამიანი მაღალი რისკის პაციენტი იყო.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 566 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებული 207, ხოლო გარდაცვლილია 7 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 548.