გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.