რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსა და მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მშენებლობის სამინისტრო ავრცელებს.

გუშინ, 30 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა.

რუსეთის მთავრობის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 431 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 1 169 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 13 220.