პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ, 5 მაისიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება. მისი თქმით, ამ ქალაქებში მოიხსნება ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნას.

გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიხსნება თბილისი და რუსთავიც. მისი განმარტებით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ პრიორიტეტია ეკონომიკის გახსნა. შეგახსენებთ, რომ აქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა, რომელიც ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი: ანტიკრიზისული გეგმა სრულად