პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ან არ ესმის საგანგებო სესიების არსი, ან ეს "მორიგი სპეკულაციაა". იგი ასე პასუხობს. ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს პარლამენტის ამუშავებასა და ბოიკოტის მოხსნაზე.

"როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა. [...] მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირ ლოგიკაში", — ამბობს მდინარაძე

იგი განმარტავს, რომ პარლამენტი საგანგებო სესიების ფორმატში უშუალოდაა ჩართული კრიზის მენეჯმენტში და კონკრეტულად ჯანდაცვის მიმართულებით კომიტეტიც ჩართულია ყველა გადაწყვეტილების მიღებაში.

"არ არსებობს არცერთი მიმართულება სადაც არ არიან ჩართული კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები".

დღეს, 4 მაისს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირეძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, რეალურად კი "ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს". ნაციონალური მოძრაობა მზადაა ბოიკოტის რეჟიმიდან დროებით გამოვიდნენ. ის პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დაუყონებლივ დაიწყოს.